მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ...

Friday, April 23, 2010

* * *
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..
ჩემი ,,ჰამლეტი''

იწყება დრამმა,
ხილვები მერტყმის.
აჩრდილი - მამა
საყვედურს მეტყვის.

მისტიკა,შიში.
როქი და ბნედა.
ჭიები ტვინში.
როსკიპი დედა.

ნაყიდი ძმები,
ერთგული ქალა.
ერთისთვის ვხმები,
ვისაც ვთვლი ქალად.

მონასტერს ვცინებ,
მონას მტრად არ ვთვლი.
მომკვეთოდ იქნებ,
მომასხათ ნავთი.
გამიშვით ხელი,
ვერ ვიტან სწავლას.
გამხადეთ მკვლელი?
- მეც ვიღაც მწამლავს.

P.S. გაწყდება ტაში, ავიხდი ნიღაბს.
ცარიელ სახლში, სიცრუე მიმაქვს.
* * *
ღმერთს არ სცალია თავში რომ გვირტყას,
რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია.
გულმოწყალეა დაგვიგდებს სიტყვას,
უცოდველობით გადამთვრალია.
ჩვენ კი გვცალია რომ ვიმეტიჩროთ,
ჩვენგან რა მიდის რა გვენაღვლება,
სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ,
უკვე შეირჭო ცოდვის ამღებმა.
შენ ხო გადარჩი, მე ხო გადავრჩი,
ვინ რას დაეძებს სულებს ნაქურდალს,
მძიმე ყოფილა ჯვარი აღმართში,
მაგრამ მთის თავში თურმე დახურავს.
შენ ხო გადარჩი, მე ხო გადავრჩი,
ღადავ-ღადავში, ღადავ-ღადავში.

Thursday, April 22, 2010

* * *
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
* * *
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ
* * *
მე მიყვარს თოვა
სიცელქე ანცი
მეც ვემსგავსები თავგასულ
ყმაწვილს..
მიყვარს ზამთარში სიძუნწე
ფერთა,
მიმოფანტული ველებზე
თეთრად,
მიყვარს ნაძვის ხე,
ბუხარი, სითბო..
ის ვინც საჩუქრებს
ყოველ წელს ითხოვს..
ჩემს ბიჭებთან
როგორ მიყვარს დღის და
ღამის არევა,
რომც გტკიოდეს,რომც გციოდეს,
იქ თქვი ლუდის დალევა..
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია....
* * *
გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.

როდის ვიქცევი მთლიანად , ქართველი ადამიანად ...

არათავმდაბლური ლექსი

წელიწადის ყველა დროს , დღე-ღამეში ყოველ წამს ...

მე შენში მიყვარს ღმერთი ...

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა ...

იუდა ...

აზდაკის ლექსი ...

ჯინსების თაობა ...

ყველაფერი კარგად იქნება ...

მწვანე ტანგო ...