მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ...

Thursday, April 22, 2010


ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"

No comments:

Post a Comment

როდის ვიქცევი მთლიანად , ქართველი ადამიანად ...

არათავმდაბლური ლექსი

წელიწადის ყველა დროს , დღე-ღამეში ყოველ წამს ...

მე შენში მიყვარს ღმერთი ...

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა ...

იუდა ...

აზდაკის ლექსი ...

ჯინსების თაობა ...

ყველაფერი კარგად იქნება ...

მწვანე ტანგო ...