მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ...

Thursday, April 22, 2010

* * *
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა
* * *
"რა სონეტი,
ან რაღა დროს მიძღვნებია?
- დაგვანებონ თავია, თუ... თავები!
ოცნებები, ცნებებივით ირღვევიან
უსასრულო დასასრულში გავები...
მე არ ვიცი, რა წებოთი გავამრთელო?
მე არ ვიცი,
დავუჯერო ვის ზრახვებს?
- დაველოდოთ,
გასულია საქართველო
და რომ მოვა,
თვითონ გამოგვიძახებს..."
* * *
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობ
* * *
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
* * *
გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...
* * *
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
* * *
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო...

როდის ვიქცევი მთლიანად , ქართველი ადამიანად ...

არათავმდაბლური ლექსი

წელიწადის ყველა დროს , დღე-ღამეში ყოველ წამს ...

მე შენში მიყვარს ღმერთი ...

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა ...

იუდა ...

აზდაკის ლექსი ...

ჯინსების თაობა ...

ყველაფერი კარგად იქნება ...

მწვანე ტანგო ...